­

მიკრო-რნმ-ების პროფილირება მიკროჩიპების გამოყენებით

 

მცირე არამაკოდირებელი რნმ-ების (miRNA) ექსპრესიის ცვლილების შეფასება მეტად მნიშვნელოვანია განსხვავებულად ექსპრესირებული გენების აქტივაციაზე ბიოლოგიური პროცესების გავლენის შესაფასებლად. GeneChip™ miRNA - ტესტ-სისტემები ეფექტური საშუალებაა აღნიშნული მოლეკულების (miRNA, snoRNA და scaRNA) როლის შესასწავლად ისეთი კომპლექსური დაავადებებისას, როგორიცაა სიმსივნეები.

GeneChip miRNA ტესტ-სისტემები

მრავალი დაავადება, მათ შორის სიმსივნეც, ხშირად აღიწერება როგორც გენთა ექსპრესიის პათოლოგიური ცვლილებით გამოწვეული დაავადება. დადგენილია რომ ცილათა მაკოდირებელი გენების 30%-ზე მეტი რეგულირდება მიკრო რნმ-ების მიერ. ასევე არსებობს ცნობები, რომელთა მიხედვით მიკრო რნმ-ები ურთიერთქმედებს გრძელ არა-მაკოდირებელ რნმ-ებთან სასიგნალო გზების რეგულაციის პროცესში, რასაც გავლენა აქვს ალტერნატიული სპლაისინგის პროცესზე. ალტერნატიული სპლაისინგი თავის მხრივ მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან უჯრედულ პროცესებში, როგორიცაა აპოპტოზი, პროლიფერაცია და დიფერენციაცია - ყველა ის მექანიზმი, რომელთა დარღვევა სიმსივნის მაინიცირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

აღნიშნული ცვლილებების შეფასება კრიტიკული მნიშვნელობისაა ექსპრესირებად გენთა ბიოლოგიური კონტექსტის შესაფასებლად. GeneChip miRNA - ტესტ-სისტემა გამოიყენება მცირე არა-მაკოდირებელი რნმ-ების და მათი ჩართულობის შესასწავლად ისეთი ფართო სპექტრის მექანიზმებში, როგორიცაა ორგანიზმის განვითარების და სხვა ფიზიოლოგიური მექანიზმები. ტესტ-სისტემის მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია:

  • სრულყოფილი დაფარვა - შექმნილია ყველა ტიპის მომწიფებული miRNA თანმიმდევრობის დეტექციისთვის;
  • მარტივი ანალიზი - ადამიანის, თაგვის, ვირთაგვას ან ნებისმიერი სახეობის ყველა ტიპის მიკრო რნმ-ის ანალიზი ხორციელდება ერთი ტესტ-სისტემით;
  • ნიმუშის მცირე მოცულობა - საჭიროებს ტოტალური რნმ-ის მხოლოდ 130 ნგ ნიმუშს.
  • მარტივი და სწრაფი ანალიზი, რომლის დროსაც გამიყენება კომპიუტერული პროგრამები - Expression Console და Transcriptome Analysis Console (TAC). შედეგად მკვლევარს აქვს სრულყოფილი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ანალიზის შედეგის მიღებიდან სულ რამოდენიმე წუთში.

 

miRNA - პროფილირების შესაძლებლობები

miRNA - პროფილირების არეები და ტესტ-სისტემები

მიკრო რნმ-ების სრულყოფილი პროფილირების შესასრულებლად საჭიროა რნმ-ის ისეთი მცირე მოცულობა, როგორიცაა 130 ng. შედეგი მიიღება 24 საათში.

miRNA - პროფილირების მიკრო-ჩიპების რეაგენტები

რეაგენტების ნაკრები, რომელიც საჭიროა მიკრო რნმ-ების ექსპრესირებადი პროფილის გენოტიპირებისთვის GeneChip miRNA ტესტ-სისტემის გამოყნებით.

GeneChip სკანერი

გვთავაზობს მაღალი რეზოლუციის სკანირებას და ავტომატიზებას, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ექსპერიმენტის ეფექტურობა გენთა ექსპრესიისა და სხვა გენეტიკური ანალიზის აპლიაციებისას.

 

GeneTitan მრავალ-არხიანი პლატფორმა

მრავალ-არხიანი პლატფორმა გენთა ექსპრესიისა და გენოტიპირებისთვის, აერთაინებს ჰიბრიდიზაციის, რეცხვის და იმიჯინგის ეტაპებს ერთ ავტომატურ სისტემაში. 

კომპიუტერული პროგრამა - GeneChip Expression Console

Console პროგრამით შესაძლებელია ტრანსკრიპტომების ანალიზისას ხარისხის კონტროლი, ნორმალიზაცია და მონაცენთა შეჯამება, Affymetrix - ის ექსპრესიის ტესტ-სისტემის გამოყენების შემდგომ. 

ტრანსკრიპტომების ანალიზის Console (TAC) პროგრამა

Console პროგრამა საშუალებას იძლევა დეტექციის გარდა, მოვახდინოთ მიღებული მონაცემების დიფერენცირება და ვიზუალიზაცია კომპლექსური გენეტიკური გზებისა და გენთა შორის არსებული ურთიერთკავშრის, ალტერნატიული სპლაისინგის შესასაწავლად.